ბრენდირებული რუკა სასტუმრო “გისტოლა”-თვის

1 აპრილი 2023 - 3 მაისი 2023

იდეა დიზაინ ჯგუგმა შექმნა ტურისტული, ბრენდირებული რუკა სვანეთში, კერძოდ მესტიაში მდებარე სასტუმრო “გისტოლა”-სთვის.

ჩვენმა ჯგუფმა სასტუმრო გისტოლასთან თანამშრომლობა გასულ თვეს დაიწყო, 
დავამზადეთ ჩვენი საავტორო დასაკეცი რუკების სპეციალური გამოცემა, რომელზეც დატანილია ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ბუნების ძეგლები, აღნიშნულია“ოფროუდ” გზები და ბილიკები, სასრიალო ტრასები, სალაშქრო და საპიკნიკე ადგილები და ბევრი სხვა, რომლის მონახულება ტურისტისთვის  საუკეთესო გამოცდილება იქნება.

www.hotel-gistola.ge

რუკის შემუშავებისას ასევე გავითვალისწინეთ სვანეთის თემური წყობის სპეციფიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში რამდენიმე სოფელს აერთიანებს და რუკაზე მათი სახელებიცაა აღნიშნული.

ბრენდირებული რუკა სასტუმრო “გისტოლა”-თვის