ბაკურიანი-კოხტას ბრენდირებული ტურისტული რუკა Rooms Hotel Kokhta-სთვის
ახალი წლიდან, ბაკურიანში ჩასულ, აქტიური დასვენების მოყვარულ ტურისტებს თავისუფალი დროის საინტერესოდ დაგეგმვის ახალი შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენმა გუნდმა, სასტუმრო „რუმსთან“ თანამშრომლობით, შეიმუშავა დაბა ბაკურიანის ტურისტული მარშრუტები და შეადგინა შესაბამისი ტურისტული რუკა, რომელიც საპიკნიკე და საბანაკე ადგილების, პანორამული ხედების და კულტურული ღირსშესანიშნაობების მდებარეობებს შეიცავს.
სულ შემუშავდა 3 სხვადასხვა სიგრძისა და სირთულის (მარტივი, საშუალო, რთული) საფეხმავლო და საველოსიპედო მარშრუტი.
პირველ ეტაპზე მოხდა მარშრუტების გეგმარება, რაც გულისხმობს საველე- კვლევით სამუშაოებს, მოსანიშნი საფეხმავლო და საველოსიპედო მარშრუტების შესარჩევად ისე, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებლი მარშრუტის სანახაობრივი და კულტურული მრავალფეროვნება. თითოეულ სავარაუდო მარშრუტზე შეირჩა რამოდენიმე შესაძელო ვარიანტი.
შემდგომ ეტაპზე განხორციელდა საველე-კვლევითი სამუშაოები სადაც დეტალურად იქნა გავლილი თითოეული მარშრუტის ყველა შესაძლო ვარიანტი როგორც ფეხით, ასევე ველოსიპედით. მარშრუტის გავლისას, გამოვლენილი და შემდგომ გათვალისწინებული იქნა მარშრუტებზე არსებული სირთულეები და რისკები, როგორიცაა რელიეფის მკვეთრი დახრილბა, ბუნებრივი საფრთხეები და ა.შ. ასევე აღრიცხული და შემდგომში რუკაზე დატანილი იქნა ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილების მდებარეობები.
შერჩეულ მარშრუტებზე მოხდა გზამკვლევი ნიშნულების მარკირება, გამოსაჩენ ადგილებზე ფერადი საღებავებით, რაც შემდგომში ვიზიტორებს გაუადვილებს ორიენტაციას და შეამცირებს ბილიკზე აცდენის და დაკარგვის საფრთხეებს.
საბოლოოდ სამივე მარშრუტი თანადართული ინფორმაციით და ლოკაციებით დატანილ იქნა დაბა ბაკურიანის და მისი შემოგარენის ამსახველ ტურისტულ რუკაზე, სადაც საწყის ნიშნულად აღებულია სასტუმრო რუმსი.