აჭარის სატყეო და მუნიციპალური გზების ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნა
წარმოგიდგენთ GREEN Caucasus-ის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აჭარის სატყეო და მუნიციპალური გზების ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის ინიციატივას.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა სატყეო გზების იდენტიფიცირებასა და ერთიან სტრუქტურიზებულ სისტემაში მოყვანას, რაც უმნიშვნელოვანესია აჭარის სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მართვის გაუმჯობესებისთვის.
პროექტის განხორციელების პროცესში გაანალიზდა და დამუშავდა, არსებული საგზაო მონაცემები ღია წყაროს სატელიტური და ორთოფოტო სურთების საფუძველზე, რის შედეგადაც შეიქმნა აჭარის სატყეო გზების ერთიანი სივრცითი ფენა.
რომელიც მოიცავს როგორც იდენტიფიცირებულ, ასევე არაიდენტიფიცირებულ გზებს.
მოხარული ვართ, რომ გავიმარჯვეთ CENN-ის მიერ გამოცხადებული კონკურსში, შევიტანეთ ჩვენი გულითადი წვლილი და დავუჭირეთ მხარი საქართველოს სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას. პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ.