აწარმოე საქართველოშის ვებსაიტის დიზაინის შექმნა და დეველოპმენტი
1
თებერვალი
2018
-
29
აგვისტო
2018
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა.
დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს:
- „აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების/სასტუმროების შექმნისა და არსებული საწარმოს/სასტუმროს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.
- „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
- „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის.
ჩვენმა გუნდმა დაუმზადა ვებსაიტი აწარმოე საქართველოშის.
სტატუსი: დასრულებული
http://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka
შესრულებული სამუშაო: | ტექნოლოგია: |
ვებსაიტის დიზაინის შექმნა/ფუნქციონალური დახვეწვა
· მონაცემთა სამართავი პანელის შექმნა
· ვებსაიტის ტესტირება და ატვირთვა
· მომხმარებელთა ტრენინგი
· ვებსაიტის ტექნიკური მხარდაჭერა |
|