მაისური თბილისის ილუსტრაციით

23 იანვარი 2018 - 23 იანვარი 2018

იდეა დიზაინ ჯგუფის საქმიანობის სფეროებია ერთის მხრივ კარტოგრაფია (რუკები) და მეორეს მხრივ, დიზაინი და ბრენდინგი. ამ მიმართულებებით 8 წლიანი საქმიანობისა და არაერთი საინტერესო და საპასუხსმგებლო პროექტის განხორციელებისას დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების შედეგად, გუნდში დაიბადა იდეა თბილისის ტურისტული არტ რუკის შექმნასთან დაკავშირებით.

იდეის ავტორი გახლავთ ჩვენი გუნდის წევრი - გეოგრაფი ალექსი ქავთარაძე, რომელმაც შექმნა თბილის ქალაქის რუკის ორიგინალური გრაფიკული მონახაზი. შემდეგ ეს მონახაზი დაიხვეწა და ჩვენი დიზაინერის ანა შავაძის მიერ შეიქმნა ძველი თბილისის ფრაგმენტის ძალზე საინტერესო ფერადი ინტერპრეტაცია. აღნიშნული დიზაინის საავტორო უფლება ეკუთვნის კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფს და დაპატენტებულია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დიზაინით დაგვემზადებინა ილუსტრირებული მაისურები, რომელიც ერთის მხრივ ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოაჩენს და მეორეს მხრივ შეგვეთავაზებინა პროდუქტი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი გამოიყენებდა და სხვა მსგავსი პროდუქტებისგან გამოარჩევდა.

ვფიქრობთ, რომ საინტერესო და გემოვნებიანი საჩუქარია ტურისტებისთვის ჩვენი ულამაზესი ქალაქის სამახსოვროდ!

მაისური, რომელიც ავარჩიეთ თბილისის რუკის გრაფიკული ილუსტრაციის დასატანად, არის მაღალი ხარისხის 100% ბამბა და ანტიალერგიული. თავად დიზაინის მაისურზე ბეჭდვის გამოყენებული მეთოდი არის ეკოლოგიურად სუფთა და რეცხვაგამამძლე.

ისევე, როგორც პროექტების განხორციელებისას, ჩვენ კვლავაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებლის კმაყოფილებასა და სურვილებს. გვინდა, რომ ჩვენი პროდუქტი გამოირჩეოდეს მაღალი გემოვნებითა და ხარისხთ. სწორედ ამიტომ ჩვენ შევეცადეთ შეგვეთავაზებინა  მაღალი ხარისხის მაისური ხელმისაწვდომ ანუ მსგავსი პროდუქტების ბაზარზე არსებულ სტანდარტულ ფასად!

ჩვენი პროდუქტის მიზანი ასევე ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის საინტერესო კუთხით წარმოჩენაა, რომელიც გულისხმობს ძველი თბილისის ლამაზ ფერებში გრაფიკულ გამოსახვას, რაც ქმნის არტ-რუკას.

თეთრი, შავი, წითელი და ლურჯი მაისურები

100% ბამბა, 140 გრ, რეცხვაგამძლე.
ზომა: XS, S, M, L, XL, XXL

ერთეულის ფასი - 30 ლარი. შეკვეთა შესაძლებელია ჩვენი Facebook გვერდის მეშვეობით.

 

https://bit.ly/2wr6dvF

მაისური თბილისის ილუსტრაციით