მაისური ბათუმის ილუსტრაციით

23 იანვარი 2018 - 23 იანვარი 2018

ჩვენ გადავწყვიტეთ თბილისის ილუსტრაციით გაკეთებული მაისურების მსაგვსად დაგვემზადებინა ბათუმის ულამაზესი ზღვისპირა ქალაქით ილუსტრირებული მაისურები, რომელიც ერთის მხრივ ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოაჩენს და მეორეს მხრივ შეგვეთავაზებინა პროდუქტი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი გამოიყენებდა და სხვა მსგავსი პროდუქტებისგან გამოარჩევდა.

ვფიქრობთ, რომ საინტერესო და გემოვნებიანი საჩუქარია ტურისტებისთვის ჩვენი ულამაზესი ქალაქის სამახსოვროდ!

მაისური, რომელიც ავარჩიეთ ბათუმის რუკის გრაფიკული ილუსტრაციის დასატანად, არის მაღალი ხარისხის 100% ბამბა და ანტიალერგიული. თავად დიზაინის მაისურზე ბეჭდვის გამოყენებული მეთოდი არის ეკოლოგიურად სუფთა და რეცხვაგამამძლე.

ისევე, როგორც პროექტების განხორციელებისას, ჩვენ კვლავაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებლის კმაყოფილებასა და სურვილებს. გვინდა, რომ ჩვენი პროდუქტი გამოირჩეოდეს მაღალი გემოვნებითა და ხარისხთ. სწორედ ამიტომ ჩვენ შევეცადეთ შეგვეთავაზებინა  მაღალი ხარისხის მაისური ხელმისაწვდომ ფასად!

ჩვენი პროდუქტის მიზანი ასევე ბათუმის საინტერესო კუთხით წარმოჩენაა, რომელიც გულისხმობს ბათუმის ბულვარის და ქუჩების ლამაზ ფერებში გრაფიკულ გამოსახვას, რაც ქმნის არტ-რუკას.

პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის და მისი შეძენა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდან.


100% ბამბა, 140 გრ, რეცხვაგამძლე.
ზომა: XS, S, M, L, XL, XXL

ერთეულის ფასი - 30 ლარი. შეკვეთა შესაძლებელია ჩვენი Facebook გვერდის მეშვეობით.

 

https://bit.ly/2HMzAiz

მაისური ბათუმის ილუსტრაციით