2010 წლის 6 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის და იდეა დიზაინ ჯგუფის წარმომადგენლებს შორის.
აღნიშნულ შეხვედრაზე მოეწყო იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ შემუშავებული ადამიანური რესურსების მართვის საინფორმაციო სისტემის პრეზენტაცია, რომლის დანერგვაც იგეგმება უახლოეს მომავალში საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის წევრ მუნიციპალიტეტებში.