GIS (გეოსაინფორმაციო სისტემების) საბაზისო ტრენინგ კურსი

21 თებერვალი 2019

GIS (გეოსაინფორმაციო სისტემები) წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც მსოფლიო ორგანიზაციები ახორციელებენ სამყაროს მახასიათებლების ვიზუალურ გამოსახვას, მოდელირებასა და მიმდინარე ცვლილებების ანალიზს. GIS-ის გამოყენებით შესაძლებელია ახლად მოძიებული ნედლი მონაცემები ქმედით ინფორმაციად გადავაქციოთ, რაც ზრდის მუშაობის ეფექტურობას.

სწორედ ამიტომ იდეა დიზაინ ჯგუფი გთავაზობთ GIS-ის საბაზისო კურსს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ შეისწავლოთ ArcGIS Desktop (10.6) პროგრამული პაკეტი, მონაცემთა ბაზების მოდელირების პრინციპები და გის ანალიზის ელემენტები.

კურსს წაუძღვება  გეოსაინფორმაციო სისტემების სერტიფიცირებული ექსპერტი ნიკოლოზ არევაძე.

კურსი შეიცავს:

  • ArcGIS პროგრამული პაკეტის მიმოხილვა და მონაცემთა ბაზების მოდელირების ზოგადი თეორიული საკითხების გაცნობა;
  • გის პროგრამების ფუნქციონალის განხილვა -
     
  • სივრცითი და ატრიბუტული მონაცემების დათვალიერება, ორგანიზება, მართვა, რედაქტირება, სიმბოლიზაცია;
  • წარწერებთან მუშაობა;
  • რუკის კომპოზიცია;
  • საკადასტრო ნახაზის აგება;
  • რასტრულ მონაცემებთან მუშაობა;
  • სივრცითი ანალიზის შესაძლებლობების განხილვა;
     

დეტალურ ინფორმაციას სრული კურსის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

კურსი შედგება 15 შეხვედრისგან, რომელიც მოიცავს ლექციასა და პრაქტიკულ დავალებას (ერთი შეხვედრის ხანგრძლივობაა 3 საათი).

სრული კურსის ღირებულება შეადგენს 600 ლარს.

GIS (გეოსაინფორმაციო სისტემების) საბაზისო ტრენინგ კურსი
IDEA DESIGN GROUP
dEVELOPMENT cOMPANY

კონტაქტი

საქართველო, თბილისი 0179, არაყიშვილის ქუჩა, პირველი ჩიხი №13.

ტელეფონი: 218 36 25, 599274454

ელ-ფოსტა: info@ideadesigngroup.ge