გეო-საინფორმაციო სისტემების (GIS) ანალიზის კურსი

14 მაისი 2020

შემოგვიერთდი ჩვენ დისტანციურ გეო-საინფორმაციო სისტემების (GIS) ანალიზის კურსზე და მოიპოვე სერტიფიკატი.


კურსის დანიშნულება არის სივრცითი ანალიზის საფუძვლების შესწავლა ArcGIS Desktop პროგრამული პაკეტის გამოყენებით. კურსში განიხილება, როგორც ძირითადი ანალიტიკური ინსტრუმენტარის გამოყენება, ასევე სპეციალური გაფართოებების (Spatial Analyst, 3D Analyst, Network Analyst) დამატებითი შესაძლებლობები. 
 

კურსი არის ინფორმაციული, შინაარსიანი და რაც მთავარია ლექთორი თავის ცოდნას გასაგებად და მარტივად ხსნის. კურსის ლექტორია გეოსაინფორმაციო სისტემების სერტიფიცირებული ექსპერტი ნიკოლოზ არევაძე.

 

არსებული ფასდაკლებით მსურველს შეუძლია გაიაროს კურსი მხოლოდ 200 ლარად - 800 ლარის ნაცვლად.

 

კურსი დაიწყება 1 ივნისს. ჩატარდება 10 დისტანციური შეხვედრა. თითოეული შეხვედრა მოიცავს თეორიულ ლექციას, რეალური პროექტის პრეზენტაციასა და პრაქტიკულ მეცადინეობას.

 

ჯგუფში სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობაა 15 ადამიანი.

 

დარეგისტრირდი დღესვე, მოიპოვე სერტიფიკატი და გაუმჯობესე შენი CV.

იხილე სილაბუსი
 

 

სიახლეები