EMME შუალედური ასამბლეა შეიკრიბა

31 მარტი 2011

EMME (Earthquake Model of the Middle East Region - ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მიწისძვრების მოდელი) არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს  სეისმური საშიშროების, სტრუქტურულ დაზიანებებთან დაკავშირებული რისკების, მსხვერპლის და ეკონომიკური ზარალის შეფასებას; ასევე შესაბამისი შემამსუბუქებელი ღონისძიებების შედეგიანობის შეფასებას.  

იდეა დიზაინ ჯგუფის ექსპერტები მხარს უჭერენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტს EMME პროექტში გეოსაინფორმაციო (გის) და გამოთვლითი ამოცანების გადაჭრის კუთხით.   წლის შუალედურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციამ წარადგინა საქართველოსთვის ყველა საჭირო მონაცემების ინვენტარიზაციის შედეგები (გეომონაცემთა ბაზის სახით).  

საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, განხილულ იქნა საქართველოს შენობების კლასიფიკაცია და სხვადასხვა მოწყვლადობის პარამეტრები.  საქართველოს გუნდს შესთავაზეს გის-ის მონაცემთა ბაზების განვითარების ხელმძღვანელობა EMME პროექტში მონაწილე (ახლო აღმოსავლეთის) ქვეყნებისთვის.  შეხვედრას ესწრებოდა თბილისის არქიტექტურის დეპარტამენტის უფროსი.  მან უზრუნველყო თბილისში მონაცემთა შეგროვების საველე სამუშაოების სრული მხარდაჭერა თბილისის მერიისგან.

სიახლეები

შეხვედრა