პროექტის სამუშაოებს კომპანია “იდეა დიზაინ ჯგუფის” გუნდის წევრები განახორციელებენ.
ყაზბეგის დაცული ტერიტორიების საზღვრის დადგენის პროექტი დაიწყო…
2022 წლის 31 აგვისტოს დაიწყო ყაზბეგის დაცული ტერიტორიების საზღვრის დადგენის პროექტი, რომელიც მოიცავს: ყაზბეგის ეროვნულ პარკს, სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლს, აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლს, ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლს, ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლსა და თრუსოს ტრავერტინის ბუნების ძეგლს.
პროექტის სამუშაოებს კომპანია “იდეა დიზაინ ჯგუფის” გუნდის წევრები განახორციელებენ.
2022 წლის 1 სექტემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი და რწმუნებულები, ყაზბეგის ეროვნული პარკისა და თრუსოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ხელმძღვანელები და „იდეა დიზაინ ჯგუფის“ გუნდის წევრები.
შეხვედრაზე განიხილეს ყაზბეგის დაცული ტერიტორიების საორიენტაციო საზღვრების მიმდებარე ტერიტორიები, დაიგეგმა საველე სამუშაოების საორიენტაციო თანმიმდევრობა და განისაზღვრა კონკრეტულ უბნებზე საკომუნიკაციოდ უფლებამოსილი პასუხისმგებელი პირები.
ყაზბეგის დაცული ტერიტორიების საზღვრის დადგენის საველე სამუშაოები დაიწყება 5 სექტებერს.
სიახლეები
-
31/8
ბრენდირებული ტურისტული რუკები
ბრენდირებული ტურისტული რუკები სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოებისათვის
-
9/6
მარიამ ზანგალაძე (ICT Champion Award) -ს ფინალისტი გახდა
იდეა ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი მარიამ ზანგალაძე დასახელდა გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამის ერთ-ერთი ფინალისტად