საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ვებ-პლატფორმის პრეზენტაცია

8 ოქტომბერი 2020

იდეა დიზაინ ჯგუფმა შექმნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ვებ-პლატფორმა.

ვებ-პლატფორმის საშუალებით შესაძლებელი იქნება ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო ღონისძიებებზე რეგისტრაცია, ონლაინ ტრენინგების გავლა, კრედიტების მონიტორინგი, ტრენინგის ხარისხის შეფასება და სხვა საგანმანათლებლო პროცესების მართვა.

ამასთან, ახალი-ვებ პორტალის გამოყენებით სრულად ელექტრონულად წარიმართება პროფესიული ადაპტაციის პროგრამის საგანმანათლებლო პროცესი.

ვებ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა 2020 წლის 8 ოქტომბერს. პლატფორმა შეიქმნა USAID/PROLoG - ის მხარდაჭერით.

სიახლეები