პარიზში GLOBALIZE-ს პირველი ევროპული კონფერენცია ჩატარდა

11 ივნისი 2022

11 ივნისს Globalize-მა პარიზში პირველ ევროპულ კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც, "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და „საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით განხორციელდა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის კონტინენტზე მცხოვრები წარმატებული ქართველები, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალები, სტარტაპერები, უცხოელი ინვესტორები.

კონფერენციაზე განხილული იყო ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში, ასევე, გლობალურ საექსპორტო ბაზრებზე არსებული ტენდენციები, კრიპტო ვალუტის საკითხები და სხვა საინტერესო თემები.
სპიკერებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს კონფერენციის მონაწილეებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იდეა დიზაინ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი - მარიამ ზანგალაძე და პროექტების მენეჯერი - გვანცა გუგუნავა.

“მსგავსი ინიციატივები საუკეთესო შესაძლებლობაა ბიზნესის განვითარების, გაფართოების, ახალი ტენდენციებისა და შესაძლებლობების გასაცნობად და პარტნიორული ურთიერთობების გასაღრმავებლად.
კონფერენცია იყო ინფორმატიული, ინტერაქტიული, შესაძლებლობა მოგვეცა გაგვეცნო და კომუნიკაცია დაგვემყარებინა ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებთან სხვადასხვა ინიციატივებისა და იდეების განხილვის და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით“, - მარიამ ზანგალაძე. 


Globalize ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით.

სიახლეები