მარიამ ზანგალაძე (ICT Champion Award) -ს ფინალისტი გახდა

9 ივნისი 2023

იდეა ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი მარიამ ზანგალაძე დასახელდა გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამის ერთ-ერთი ფინალისტად 

გვინდა სასიხარულო და საამაყო ამბავი გითხრათ, იდეა ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი მარიამ ზანგალაძე დასახელდა გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამის ერთ-ერთი ფინალისტად “ICT სფეროს ჩემპიონის” (ICT Champion Award) კატეგორიაში! 

Grace Hopper Award Program - Finalists (ictwomen.ge)

გრეის ჰოპერის პროგრამა აჯილდოებს გოგონებსა და ქალებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში და ყურადღებას ამახვილებს იმ ორგანიზაციებსა და პროგრამებზე რომელიც ხელს უწყობენ ქალების მონაწილეობის ზრდას ამ სექტორში. 

გრეის ჰოპერის პროგრამის საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით:

"თქვენი კანდიდატურა საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში შეარჩია ჟიურიმ. ჩვენ მოვიხიბლეთ როგორც თქვენი პირადი გამოცდილებით, ასევე თქვენი მისწრაფებებით და ძალისხმევით განავითაროთ საქართველოში ტექნოლოგიების სფერო და გააძლიეროთ სხვა ადამიანები, მათ შორის სხვა ქალები ამ ინდუსტრიაში."  

სიახლეები

  • 31/8

    ბრენდირებული ტურისტული რუკები

    ბრენდირებული ტურისტული რუკები სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოებისათვის

  • 20/5

    Technovation Girls 2023 საქართველო

    Technovation Girls 2023 საქართველოს ძალიან საინტერესო და იმავდროულად ამაღელვებელი ღონისძიება გაიმართა 2023 წლის 20-21 მაისს ალტე უნივერსიტეტში