იურიდიული საქმისწარმოების სისტემა - Case Book

13 თებერვალი 2019

კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფი გთავაზობთ საუკეთესო ინსტრუმენტს, თანამშრომლების უფრო ეფექტური და კოორდინირებული მუშაობისთვის - 

იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა - CaseBook V2.0 უზრუნველყოფს საქმისწარმოების ერთიან ჯაჭვში თანამშრომელთა შორის განაწილებული როლების კოორდინირებულ მუშაობას. იგი სისტემის მფლობელებს  ეხმარება საქმიანობის ეფექტიანობის, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაზრდასა და დროის რაციონალურად გამოყენებაში.

2008 წლის მანძილზე შეიქმნა ამ სისტემის პირველი ვერსია იურიდიული დახმარების სამსახურის პასუხისმგებელ პირთა და იდეა დიზაინ ჯგუფის ექსპერტების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. სისტემაში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის ჯგუფის სამუშაო მოდულები, ამას გარდა მონაცემთა სისტემატიზებისა და დახარისხების შედეგად შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სახის ანგარიშებისა და რეპორტების შედგენა, რომელთა დათვალიერება პრაქტიკულად ერთ ღილაკზე დაჭერითაა შესაძლებელი.

2009-2010 წლებში მიმდინარეობდა სისტემის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს ჩაუტარდათ დამატებითი ტრენინგები. ასევე განხორციელდა სისტემის სინქრონიზაციის პროცესის ოპტიმიზაცია. სისტემაში დამატებით შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა სისტემის მეორე ვერსია, რომელიც ექსპულატაციაში გაეშვა 2010 წლის 1 იანვრიდან.

2012 წელს მოხდა CaseBook V2.0 შემუშავება ახალ, უფრო მძლავრ პლატფორმაზე ადამიანთა უფლებების დაცვისა და იურიდიული სამართალწარმოების სფეროებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.

იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია გაწეული კონსულტაციებისა და წარმოებული საქმეების თანამდევი პროცესების დეტალური მონაცემების მართვა, ავტომატიზაცია, რეპორტინგი  და ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა სისტემის ავტორიზებულ მომხმარებლებს შორის.

სისტემა შედგება რამოდენიმე ძირითადი მოდულისგან:

სისხლის საქმეები; სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმეები, საკონსტიტუციო საქმეები, საერთაშორისო საქმეები, კონსულტაციები, რეპორტინგი და ცნობარი.

სიახლეები

შეხვედრა