2023 წლის 1 აპრილს თბილისში, Pullman Tbilisi Axis Towers-ში საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურმა გასული ოთხი წლის საქმიანობის შედეგების პრეზენტაციას უმასპინძლა.
იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შედეგების პრეზენტაცია
ღონისძიებაზე ამ პერიოდში განხორციელებული რეფორმები და პროექტები შეჯამდა. შედეგები კი, რომელიც სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სიმონიამ და ასევე ყოფილმა დირექტორმა, ახლა უკვე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა - რაჟდენ კუპრაშვილმა წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას, ნამდვილად მნიშვნელოვანია სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებისა და ხარისხის ამაღლების მიზნით შემუშავებული შეფასების სისტემის დანერგვის მხრივ, რომელიც მოწვეული საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდანაც პოზიტიურად შეფასდა.
აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის პერიოდი 10 წელზე მეტს ითვლის .
იდეა დიზაინ ჯგუფი საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურთან მჭიდროდ თანამშრომლობს 2009 წლიდან, როდესაც ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით დავიწყეთ იურიდიული საქმისწარმოების მართვისა და მონიტორინგის სისტემის (CASE BANK) დეველოპმენტი, რომელიც 2010 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ მიმდინარეობს სისტემის განვითარება-გაფართოება და ტექნიკური მხარდაჭერა იურიდიული სამსახურის საქმიანობის გაფართოების პარალელურად, რომელიც სხვადასხვა დროს მხარდაჭერილი იყო UNDP-სა და USAID-ს მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში.
ღონისძიებას დაესწრო იდეა დიზაინ ჯგუფის ხელმძღვანელი - მარიამ ზანგალაძე
მოხარული ვართ, რომ საქართველოში უფასო იურიდიული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ამ მნიშვნელოვან საქმეში, რომელსაც საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური უძღვება, ჩვენმა კომპანიამაც შეიტანა წვლილი.
სიახლეები
-
20/5
Technovation Girls 2023 საქართველო
Technovation Girls 2023 საქართველოს ძალიან საინტერესო და იმავდროულად ამაღელვებელი ღონისძიება გაიმართა 2023 წლის 20-21 მაისს ალტე უნივერსიტეტში
-
21/3
ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების პრეზენტაცია
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების პრეზენტაციას უმასპინძლა.