"თბილისის აბრეშუმის გზის" ღონისძიება

28 ნოემბერი 2017

2017 წლის 28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის ‘’ რიგით მეორე ფორუმი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან 1000 ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. 

ფორუმი მიზნად ისახავს,შექმნას და დამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების , საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმოამდგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.

„თბილისის აბრეშუმის გზის ‘’  ფორუმს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა , ამ მნიშნელოვან და შემდგომ უკვე წარმატებულ პროექტში თავისი წვლილი ჩვენმა კომპანიამაც შეიტანა.

ჩვენი გუნდმა  ამ ღონისძიებისთვის შეიმუშავა ვებსაიტის დიზაინი და მონაცემთა სამართავი ძრავი, ფორუმის მონაწილეთა ონლაინ რეგისტრაციისა და შეხვედრების დაგეგმვის ვებპორტალი. ასევე ფორუმის მოსამზადებელი პერიოდისა და უშუალო მიმდინარეობის პროცესში გაუწია სრული ტექნიკურ მხარდაჭერას ღონისძიების ორგანიზატორებს.

ჩვენ მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მცირე წვლილი შეგვეტანა ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების ჩატარებაში და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ეს მოვლენა კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაიწეროს. 

IDEA DESIGN GROUP
dEVELOPMENT cOMPANY

კონტაქტი

საქართველო, თბილისი 0179, არაყიშვილის ქუჩა, პირველი ჩიხი №13.

ტელეფონი: 218 36 25, 599274454

ელ-ფოსტა: info@ideadesigngroup.ge