ტრენინგები & IT კონსულტაცია

სერვისი

ტრენინგები

ტრენინგები

 


თანამედროვე მსოფლიოში ტრენინგი წარმოადგენს ინფრომაციის მარტივ, საინტერესო და რაც მთავარია ძალიან ეფექტურ საშუალებას. შესაბამისად, თანამშრომლების ტრენინგი მრავალი კომპანიისა თუ ორგანიზაციისათვის წარმოადგენს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ძალიან მომხიბვლელ და საინტერესო გზას.



ჩვენს ექსპერტებს შექმნილი აქვთ სხვადასხვა სასწავლო კურსი გეოსაინფორმაციო სისტემებსა და მონაცემთა მართვაში.  დამატებით, ჩვენ ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ყველა ჩვენი პროგრამული პროდუქტისათვის.  

 

ჩვენ გთავაზობთ:

•    რეგულარულ კურსებს, რომლებზეც რეგისტრაციის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს;

              MS Excel საბაზო კურსი;
              MS Access საბაზო კურსი;
              GIS საბაზო კურსი;
              GIS ანალიზის კურსი;
              3D Analyst;
              CorelDRAW საბაზო კურსი;
              FUSION 360 საბაზო კურსი;

•    კლიენტის მოთხოვნილებებზე მორგებულ შეკვეთილ კურსებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროდან;

 

ტრეინინგის ჩატარება შესაძლებელია ჩვენს ოფისში, დამკვეთის ოფისში ან ონლაინ რეჟიმში. 
დეტალური ინფორმციის  მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ ტრენინგების კოორდინატორს

 


 

IT კონსულტაცია

 

 

გჭირდება ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურის ანალიზი?

გინდა რაღაცა დაკავშირებული IT-სთან, მაგრამ არ იცი ზუსტად რა?

გინდა გაზარდო ორგანიზაციის ოპერაციების ეფექტურობა ან/და ეფექტიანობა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით?

გჭირდება რჩევა ან რჩევები იმის შესახებ თუ როგორ გომოიყენო თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები?

 



ყოველ ორგანიზაციას ახასიათებს უნიკალური ბიზნეს პროცესები და სპეციფიკური მონაცემების მიმოქცევა.  ჩვენ გთავაზობთ კონსულტაციებს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო გზების პოვნის კუთხით.  
ორგანიზაციის მონაცემთა ტიპის და მოცულობის, ორგანიზაციული სტრუქტურისა და დეპარტამენტებს შორის მონაცემთა ნაკადების ანალიზის შედეგად, ჩვენ ვაყალიბებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მოცემული დამკვეთებისთვის.

 

IT კონსულტაცია

პროცესის სქემა

  • ცოდნის დონის დადგენა

  • ლექციები

  • სავარჯიშოები

  • პრაქტიკული სამუშაოები

  • ტესტირება & სერტიფიკატი

შეხვედრის დანიშვნა

შეხვედრა