საიტის დამზადება

სერვისი

საიტის შექმნა

ჩვენი კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება ამტკიცებს, რომ შეგვიძლია თითოული კლიენტის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული ხარისხიანი საიტის დამზადება.

 

 

  • კორპორატიული საიტის დამზადება

 

  • ცალკე ბრენდზე მორგებული ვებ საიტის შექმნა

 

  • სამშენებლო კომპანიისთვის საიტის დამზადება

 

  • ტურისტული კომპანიისთვის / ორგანიზაციისთვის ვებ საიტის შექმნა

 

  • ონლაინ / ინტერნეტ მაღაზიის დამზადება

 

  • რთული და მარტივი ვებ აპლიკაციების შემუშავება: ინტრანეტი, ხმის ინტეგრატორი და სხვა.

 

    დაგვიკავშირდით: +995 599676202

 

გჭირდებათ ვებ საიტი რომელიც:

 

  • თქვენზე მორგებულია

ჩვენი კომპნია ცდილობს მოარგოს ციფრული აქტივი დამკვეთის მიერ მოწოდებულ მოთხოვნილებებს, სურვილებსა და საჭიროებებს. ჩვენი სპეციალისტები სთავაზობენ დამკვეთებს სპეციალურ რჩევებს, რათა ვებ საიტი იყოს მეტად სწრაფი და ეფექტური.

 

  • აქვს გვერდების შეუზღუდავი რაოდენობა

ჩვენ შემუშავებული გვაქვს ძრავი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ულიმიტო გვერდების შექმნა ერთ CMS (Content Management System) პლატფორმის მეშვეობით, დამატებითი  ხარჯების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ საიტის შექმნის შემდეგ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად შექმნას, წაშალოს, ან/და შეცვალოს ის გვერდები, რომლებიც თავად სურს.

 

  • არის დაცული

რასაკვირველია, კომპანიის მმართველობას არ სურს ბიზნესის მომგებიანობის დაკარგვა კიბერდარტყმის შედეგად. სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვართ პენტაგონი და ცალკე კიბერთავდაცვის დივიზია არ გაგვაჩნია, თუმცა ჩვენ ვიცავთ საიტის უსაფრთოების ზოგად სტანდარტებს.

 

  • აქვს UI/UX სტანდარტებით შემუშავებული დიზაინი

ჩვენი დიზაინერები ცდილობენ შექმნან ეფექტური და მაღალ ხარისხიანი ვებ საიტის დიზაინი/ვიზუალი. მრავალწლიანი გამოცდილება UI/UX დარგში საშუალებას გვაძლევს კლიენტს შევთავაზოთ მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი, რომელიც ამარტივებს კომუნიკაციას აუდიტორიასთან.

 

  • მუშაობს სწრაფად

საიტის სიჩქარე მნიშვნელოვანი ასპექტია მომხმარებლის გამოცდილებაში. მარტივი კანონი: სწორი ვებ საიტის სტრუქტურა და ტრაფიკის ოპტიმიზაცია ვებ საიტის მოხმარებას მსუბუქს და სასიამოვნოს ხდის.

 

  • არის Mobile Friendly-ი?

თანამედროვე ვებ საიტი წარმოუდგენელია რესპონსულობის (სხვადასხვა მოწყობილობების ეკრანებთან თავსებადობა) გარეშე. მეტიც, მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი ათვალიერებს ვებ საიტებს მობილური ტელეფონებით. ახალი ტენდენციებით მობილური ვერსია უფრო მნიშვნელოვანიც კი არის.

 

გჭირდებათ ვებ საიტი რომელიც:

 

მაშინ რას ელოდებით - გაიარეთ უფასო კონსულტაცია

 

ჩვენ გვითანამშრომლია

 

 

იურიდიული დახმარების სამსახური

 

იუსტიციის სახლი

 

USAID

 

United Nations Development Programme

 

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია

 

World Bank Group

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა

 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

 

ლიბერთი ბანკი

gwp

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

 

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

 

 


 

ჩვენი დამკვეთები ჩვენზე

 

იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეკომენდაცია                      USAID-ის რეკომენდაცია                      IOM_OIM-ის რეკომენდაცია

 

 


 

რა სარგებელს იძლევა ხარისხიანი საიტის დამზადება?

 

1. ზრდის მომხმარებლების რაოდენობას

ვებ საიტის საშუალებით უფრო მარტივად ხდება დაინტერესებული პირების ინფორმირება, რაც ზრდის მომხმარებლების რაოდენობას. სწორად SEO ოპტიმიზებული ვებ საიტი მარტივად პოზიციონირდება სხვადასხვა საძიებო სისტემების პირველ გვერდზე (Google, Yahoo, Bing და ა.შ). ეს კი ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი გადმომისამართდება თქვენ ვებ გვერდზე და შეიტყობს თქვენი საქმიანობის შესახებ. საკვანძო სიტყვით ძებნისას შედეგების ტოპ 5 ჩანაწერი ყველაზე ხშირად დაკლიკებადია.

 

2. გააძლიერეთ თქვენი ბრენდი

ხარისხიანი ვებ საიტი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბრენდის განვითარებასა და პოზიციის შენარჩუნებაში. შესაბამისად, ვებ საიტის შექმნა / საიტის დამზადება მნიშვნელოვანი ასპექტია ბრენდისთვის. წარმოიდგინეთ Coca-Cola, Microsoft და Samsung-ი თავიანთი ვებ საიტების გარეშე!

 

3. გააუმჯობესეთ თქვენი კომპანია ინტერნეტ სივრცის საშუალებით

  • გაავრცელეთ თქვენ ორგანიზაციასთან დაკავშირებული სიახლეები
  • გაზარდეთ გამჭვირვალობა
  • მარტივად მოიპოვეთ ტალანტები გუნდის გასაძლიერებლად
  • გახადეთ თქვენი კომპანია ცნობადი
  • გაზარდეთ გაყიდვები

 

4. გამოიყენეთ მონაცემები უკეთესი შედეგების მისაღწევად

გამოიყენეთ Google Analytics, Google Search Concsole ან სხვა თქვენთვის სასურველი ტექნოლოგია თქვენი აუდიტორიის ანალიზის მიზნით. ეს ტექნოლოგიები მოგცემთ შესაძლებლობას შეაგროვოთ მონაცემები თქვენი პოტენციური მომხმარებლების შესახებ, მაგალითად, მათი სავარაუდო მდებარეობა, ასაკი, სქესი, სოციალური ინტერესები და მრავალი სხვა.

 

 საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები

 

1. ყოველწლიურად კომპანიები ხარჯავენ 65 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს, საძიებო სისტემებთან ოპტიმიზაციაზე (SEO-ზე). (WEBFX)

 

2. ადამიანების 81% ონლაინ კვლევის რაღაც ტიპს ასრულებს დიდი შესყიდვის გაკეთებამდე. (JUNTO)

 

3. SEO– ს ფაქტებისა და ციფრების მიხედვით, ონლაინ მარკეტოლოგების 72%-ს ჯერათ, რომ კონტენტ მარკეტინგი (content marketing) ყველაზე ეფექტური SEO ტაქტიკაა. (SERPWATCH)

როგორ ტექნოლოგიებს ვიყენებთ ვებ საიტების დასამზადებლად?

 

რაც ეხება პროგრამირებას, ვებ და გრაფიკულ დიზაინს, იდეა დიზაინ ჯგუფი გამოცდილია შემდეგ ტექნოლოგიებში:

  • .NET Framework
  • MS SQL Server
  • PHP/MySQL
  • HTML/XHTML
  • CSS
  • JavaScript
  • AJAX
  • jQuery
  • XML
  • WordPress
  • Adobe XD
  • Adobe Photoshop/Illustrator

როგორ ტექნოლოგიებს ვიყენებთ ვებ საიტების დასამზადებლად?

 

 

საიტის დამზადება შეგვიძლია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ კლიენტებისთვის - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ა.შ.

 

დავიწყოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა

პროცესის სქემა

  • ბიზნესის დავალებების შესწავლა

  • დიზაინის შეთანხმება

  • დეველოპმენტის პროცესი

  • ტესტირება & პირველადი ვერსია

  • დანერგვა

  • ტრენინგი

შეხვედრის დანიშვნა