ლოგოს დამზადება

სერვისი

 

ლოგოს დამზადება

 

ჩვენთან ლოგოს დამზადება და დამკვეთის აზრი მჭიდროდ დაკავშირებულია ერთმანეთთან. ყოველ კლიენტს გააჩნია თავისი მოთხოვნილებები, სურვილები და საჭიროებები. ჩვენი მიზანია შევთავაზოთ დამკვეთს ისეთი ლოგო, რომლის კონცეფცია და არსი ოპტიმალურად უპასუხებდა კლიენტის მოთხოვნილებებს.

 

 

  • ლოგოტიპის დამზადება

 

  • ლოგოს კონცეფციის შემუშავება

 

  • ლოგოს დამზადება არასამთავრობო ორგანიზაციისთვის

 

  • ლოგოს შექმნა სამეურნეო კოოპერატივისთვის

 

  • ლოგოს დამზადება კომპანიისთვის

 

  • ლოგოს შექმნა სტარტაპისთვის

 

  • არსებული ლოგოზე დაყრდნობით ახლის შექმნა

 

გჭირდებათ ლოგო რომელიც:

 

  • ხარისხიანია

ჩვენი ლოგოები დამზადებულია ვექტორულ ფორმატში. ეს ნიშნავს იმას, რომ ლოგოს ციფრულად გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში მისი ხარისხი არ ფუჭდება. ასევე, ხარისხიანი ნიშნავს, რომ ლოგოები მზადდება პროფესიონალის ხელით.

 

  • შეუძლია ეფექტური კომუნიკაცია მომხმარებელთან

ლოგოს დიზაინი კონცეპტუალურად უნდა გამოხატავდეს კომპანიის არსს. ამის მიღწევა შესაძლოა ამა თუ იმ გრაფიკული ელემენტების გამოყენებით. ლოგოს მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია გააგებინოს მას თუ რა კომპანიასთან/ბრენდთან აქვს საქმე.

 

  • გადაიცემა ორ ფორმატში

ლოგო გადაიცემა სამუშაო და საბეჭდი ფაილის სახით.

 

  • ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტებს

თანამედროვე გრაფიკული დიზაინი არის დინამიკური მიმართულება. რაც იყო წარმატებული 2019 წელს შესაძლოა არაეფექტური იყოს 2020-ში. აქედან გამომდინარე ჩვენი გრაფიკული დიზაინერები ცდილობენ მუდმივად თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შექმნან ლოგოს კონცეფცია.

მაშინ დაგვიკავშირდით და დავიწყოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა

 


 

რატომ არის მნიშვნელოვანი ხარისხიანი ლოგოს დამზადება:

 

1. კომპანიის/ბრენდის განსხვავება სხვებისაგან

ლოგო არის ელემენტი, რომელიც ეხმარება მომხმარებელს ესა თუ ის კომპანია/ბრენდი განასხვავოს სხვებისაგან. ლოგოს დანახვისას მომხმარებელს უნდა შეეძლოს განსაზღვროს კომპანიის/ბრენდის ხასიათი, მომსახურების სფერო, ხარისხის დონე და სხვა.

 

2. ბრენდის ამოცნობა

ლოგო, რომელიც კარგად პოზიციონირებულია ბაზარზე მარტივი ამოსაცნობია მომხმარებლისთვის. შესაბამისად, თუ ის სწორად იქნება გამოყენებული, ორგანიზაციას შეუძლია მიიღოს ისეთი სარგებლები, როგორებიცაა, მაგალითად: მომხმარებლის ლოიალური დამოკიდებულება, შემოსავლების ზრდა, სტრატეგიული ქმედებების გამარტივება. ლოგოს დამზადება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია ამ სარგებლების მისაღებად. 

 

3. სანდოობის დადგენა

პროფესიონალურად შექმნილი ლოგო ერთ-ერთი ელემენტია მომხმარებელთან თანამშრომლობის დასაწყებად. ეს თანამშრომლობა შესაძლოა ნიშნავდეს როგორც უბრალოდ სამომხმარებლო ნივთის შეძენას, ასევე მსხვილი კონტრაქტის გაფორმებასაც.

 

4. აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა

ხარისხიანად დამზადებული ლოგოს ერთ-ერთი დავალებაა ის, რომ მიიპყროს აუდიტორიის ყურადღება და დაამახსოვროს თავი მომხმარებელს.

 

5. ლოიალური დამოკიდებულების შექმნა

გიჩნდებათ თუ არა ლოიალური განწყობა შემდეგ ბრენდების მიმართ, მათი ლოგოების წარმოდგენისას:

  • Coca-Cola  -  Pepsi
  • Toyota        -  BMW
  • ბორჯომი  -  ნაბეღლავი

 

6. სამარკეტინგო ქმედებების გამარტივება

რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგად დამზადებული ლოგო აიღებს მთელ  სამარკეტინგო მოქმედებების ტვირთს საკუთარ თავზე. არა, მაგრამ დელიკატურ ლოგოს მართლადაც შეუძლია გაამარტივოს სამარკეტინგო კამპანიის შესრულება და გახდეს მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.

 

 


 

საინტერესო ფაქტები

 

1. 2019-ის საუკეთესო გლობალური ბრენდები არიან:

 

  1. Apple
  2. Google
  3. Amazon
  4. Microsoft
  5. Coca-Cola (INTERBRAND)

 

2. Toyota-ს ლოგო შეიცავს კომპანიის სახელწოდების ყველა ანბანს (DIGITAL SYNOPSIS)

 

3. მომხმარებლებს ბრენდის ლოგოს პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად მხოლოდ 10 წამი სჭირდება (crowdspring)

 

 

ლოგოს დამზადება შეგვიძლია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ კლიენტებისთვის - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ა.შ.

დანიშნეთ შეხვედრა უფასო კონსულტაციის მისაღებად

პროცესის სქემა

  • საჭიროების ან მოთხოვნილების ანალიზი

  • ზოგადი კვლევა

  • მონახაზის ჩვენება

  • არჩეული ვერსიის დახვეწა

  • ჩაბარება

შეხვედრის დანიშვნა