გისი და რუკები

სერვისი

 

გეოსაინფორმაციო სისტემები (GIS)

გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (გის) არის სისტემა, რომელიც გვეხმარება გეოგრაფიული მონაცემების შეგროვებაში, შენახვაში, მართვაში, ანალიზსა და ვიზუალურ წარდგენაში.

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სახის სამაგიდო, სერვერულ, ვებ და მობილურ გის გადაწყვეტილებებს მრავალ სფეროში, მათ შორის:  გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა, სოფლის მეურნეობა, ურბანული დაგეგმარება, კომუნალური ქსელები და ინფრასტრუქტურა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და თავდაცვა, ჯანდაცვა და განათლება, სატრანსპორტო ქსელები.

 


 

GIS ანალიზი

არსებობს სხვადასხვა ტიპის სივრცითი ანალიზი:  მანძილების (წრფივი ან შეწონილი მანძილი, სეგმენტირება), ტოპოგრაფიული (დახრილობა, ექსპოზიცია, ხილვადობის არეები), ქსელური (უმოკლესი მარშრუტები, მომსახურების ზონები), დროითი (ცვლილებების ასახვა დროში), გეოსტატისტიკური (მონაცემების სივრცითი ინტერპოლაცია) და სხვა.  

გის ანალიზის შედეგების წარდგენა ხდება თემატური რუკების მეშვეობით, რომელიც აჩვენებს მონაცემებს წარწერების, სიმბოლოების, ფერებისა და გრაფიკების დახმარებით.

 


 

რუკის დიზაინი

ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი კვალიფიკაციის კარტოგრაფების მომსახურებას სხვადასხვა სახის რუკების დიზაინისათვის.  შესაძლებელია საბაზო რუკის (ზოგადი რუკა), ფიზიკური რუკის, ტოპოგრაფიული რუკის, ადმინისტრაციული დაყოფის რუკის, საგზაო რუკის ან სხვადასხვა თემატური რუკების შექმნა, რომელიც გამოსახავს კონკრეტული პროექტის მონაცემებს.  

ანალიტიკური რუკების მეშვეობით შეიძლება გის ანალიზის შედეგების წარმოდგენა.

 


Inspiration followed by Creation

პროცესის სქემა

  • საჭიროების ან მოთხოვნილების ანალიზი

  • ფუნქციონალის შეთანხმება

  • მონაცემთა შეგროვება

  • ხარისხის კონტროლი

  • ჩაბარება

შეხვედრის დანიშვნა

შეხვედრა