ქალაქ თბილისი სცენარი (მიწისძვრის საშიშროებისა და რისკის შეფასება)

11 December 2017 - 11 December 2017

სტატუსი:  დასრულებული

პროექტის მიზანი იყო რისკის ელემენტების მონაცემთა ბაზის შექმნა, თბილისისთვის სეისმური რისკის შეფასებისათვის.

პროექტის საწყის ეტაპზე, აუცილებელი იყო ინსტიტუტის თანამშრომლებისათვის ტრეინინგის ჩატარება გეოსაინფორმაციო სისტემებში.  ტრეინინგის მიზანი იყო გის მონაცემების დამუშავების შესწავლა.  იდეა დიზაინ ჯგუფის ექსპერტებმა შეიმუშავეს სპეციალური სასწავლო კურსი და ჩაუტარეს სწავლება გეოფიზიკის ინსტიტუტის 10 სპეციალისტს.  ტრეინინგის შემდეგ, ჩვენი ექსპერტების ხელმძღვანელობით, დამუშავდა შენობების, კომუნალური ქსელების, ტრანსპორტის, მოსახლეობის განაწილებისა და ალბათული სეისმური საშიშროებების მონაცემები; მონაცემები განთავსდა ცენტრალიზებულ გეომონაცემთა ბაზაში.  შემდგომში, მონაცემები განზოგადდა 1x1 კმ ბადის კვადრატებში და ჩატარდა სეისმური რისკის ინტეგრირებული ანალიზი. შედეგების ანალიზისთვის და საბოლოო წარდგენისთვის შეიქმნა მრავალი თემატური რუკა.

მოცემული პროექტი იყო საპილოტე თბილისისთვის; გამოყენებულ იქნა თანამედროვე მეცნიერული მიდგონა რისკის შესაფასებლად.

შესრულებული ამოცანები:

 

ტექნოლოგია:

 

  • გის და მონაცემთა მართვის ტრეინინგი
  • გეომონაცემთა ბაზის დაგეგმვა
  • გეოსაინფორმაციო სისტემის აგება
  • მონაცემთა შეყვანის პროცესის მართვა
  • რუკების დიზაინი
  • ArcGIS Desktop
  • ArcGIS Spatial Analyst
  • MS Access

 

შეხვედრა