ურბანული წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მართვის გეოსივრცითი სისტემის აგება

01 January 2010 - 05 August 2011

სტატუსი:  დასრულებული

პროექტის მთავარი ამოცანა იყო წყალმომარაგებისა და წყალარინების კომუნალური ქსელების ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაცია საქართველოს 6 ქალაქში და შეგროვებული მონაცემების ორგანიზება სერვერული და ინტერნეტ გეოსაინფორმაციო სისტემის სახით შემდგომი მართვისათვის.  

სამუშაოები განხორციელდა ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ანაკლიში, მესტიასა და მარნეულში.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა (განახლდა) აღნიშნული ქალაქების საბაზო რუკები; შემუშავდა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების გეომონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს როგორც საკადასტრო სიზუსტის გრაფიკულ მონაცემს, ასევე დეტალურ ატრიბუტულ მონაცემებს; შეიქმნა სერვერული გეოსაინფორმაციო სისტემა და ვებ რუკების აპლიკაცია; საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აღიჭურვა შესაბამისი სერვერით და სერვერული გის ტექნოლოგიით;  ჩატარდა შესაბამისი ტრეინინგები სისტემის ადმინისტრატორებიესათვის, ოპერატორებისათვის და რეგიონალური სერვის ცენტრების თანამშრომლებისათვის.

შეგვორებული გრაფიკული მონაცემები მოიცავს:  ჭებს, შიდა საქალაქო და მაგისტრალურ მილებს, რეზერვუარებს, სატუმბ სადგურებს, ტომბოებს, ურდულებს, ჰიდრანტებს, გამწმენდ ნაგებობებს, ჭაბურღილებს და სხვ.

შეგვორებული ატრიბუტული მონაცემები:  ასაკი, დიამეტრი, მასალა, სიღრმე, მდგომარეობა, ზომები, ჭის ზუსტი სიღრმე, მილების ზუსტი სიღრმეები და სხვა.  მონაცემების შეგროვების პროცესში გამოყენებული იყო ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული დეტალური კითხვარები (მონაცემთა მოდელი).  

პროექტის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა ასფალტით დაფარული ჭების ძიება, რაც განხორციელდა სპეციალური აპარატურის მეშვეობით.

დამკვეთს გადაეცა შემდეგი ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა:

- ArcGIS Server 10 Standard, Enterprise

- ArcGIS Desktop 10 Standard Edition

- SQL Server 2008 Standard Edition

 

 

შესრულებული ამოცანები:
 
ტექნოლოგია:
 
  • მონაცემთა მოდელისა და ორენოვანი საველე ფორმების მიწოდება
  • საველე სამუშაოების ორგანიზება და ჩატარება     
  • მონაცემთა შეყვანა (GPS ანაზომების გადატანა გეოსაინფორმაციო სისტემაში, ატრიბუტული მონაცემების შევსება, ხარისხის კონტროლი)
  • რუკების დიზაინი და სამაგიდო გის-ის აგება
  • რუკებისა და მონაცემების ინტერნეტში გამოქვეყნება (ვებ პროგრამირების მეშვეობით)
  • ArcGIS Desktop (ArcEditor)
  • ArcGIS Server (Enterprise, Standard)
  • MS SQL Server Enterprise Edition
  •  
შეხვედრა