ტრანს-სასაზღვრო მდინარეების მონიტორინგი II ფაზა, მდინარე მტკვრის აუზისთვის - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი

11 December 2017 - 11 December 2017

პროექტმა ხელი შეუწყო წყლის ხარისხის მონიტორინგის საერთო მიდგომის და ისეთი შეფასების განვითარებას, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (Water Framework Directive) მეთოდოლოგიას. პროექტმა გააძლიერა მართვისა და მონიტორინგის დაწესებულებების  ტექნიკურ შესაძლებლობები.

იდეა დიზაინ ჯგუფის ექსპერტები, პროექტის საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მუშაობდნენ მდინარის აუზის მართვის გეგმებზე მდინარე არაგვის, ხრამის და ალაზნის აუზებისთვის.  ასევე, ჩვენ შევიმუშავეთ ერთიანი გეომონაცემთა ბაზები მონაცემთა მართვისა და ქვეყნებს შორის გაზიარების მიზნით; იმავე მიზნით შემუშავდა მონაცემთა  სტანდარტები.  ჩატარდა სწავლება გეოსაინფორმაციო სისტემებსა და მონაცემთა მართვაში.

პროექტის ფარგლებში, განახლდა წყლის რაოდენობის, ხარისხის და წყალსარგებლობის მონაცემთა ბაზები გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის და სამინისტროსათვის.

 

 

შესრულებული ამოცანები:
 
ტექნოლოგია:
 
  • მოთხოვნილების ანალიზი
  • მონაცემთა შეგროვება და ორგანიზება
  • მონაცემთა შეგროვება ველზე
  • გეომონაცემთა ბაზების აგება
  • მონაცემთა სტანდარტების შემუშავება
  • სპეციალიზებული პროგრამის შექმნა და გეოსაინფორმაციო სისტემასთნ გადაბმა 
  • ტრეინინგი
  • ArcGIS Desktop
  • MS Access
შეხვედრა