გრანტების მართვის ვებპორტალი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პერსპექტიული, საინტერესო და ინოვაციური იდეების მქონე პირებისა და ორგანიზაციებისთვის ინტენსიურად აცხადებს კონკურსებს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერსებულ პირს.
ეს პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
- საგრანტო კონკურსის გამოცხადება, დეტალური მოთხოვნებისა და პირობების გამოქვეყნება;
- დაინტერესებული პირების მხრიდან შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადება და აპლიკაციის შეტანა;
- სააგენტოს მიერ მიღებული აპლიკაციების განხილვა და გამარჯვებულების გამოვლენა;
- გამარჯვებულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პროექტის განხორციელების სრული პერიოდის მონიტორინგი.
ჩვენმა გუნდმა სააგენტოს მიერ მოწოდებული დეტალურ ტექნიკურ დავალებაზე დაყრდნობითა და პროექტის სამუშაო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა ზემოთ აღწერილი სრული პროცესის მართვის მრავალ მომხმარებლიანი ვებ პორტალი.
გრანტების ვებპორტალის მეშვეობით შესაძლებელია:
- გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესაბამისი დეტალური ინფორმაციის გაცნობა,
- აპლიკანტად რეგისტრაცია და პროფილის შექმნა;
- აპლიკაციის გაგზავნა სასურველ საგანტო კონკურსზე;
- აპლიკაციის განხილვის ეტაპების თვალყურის დევნება;
- მონაცემთა დაზუსტება საჭიროების შემთხვევაში;
- განაცხადის განხილვის შედეგის მიღება.
ვებპორტალზე ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა ანალიტიკური კითხვარების შედგენისა და ბენეფიციართა გამოკითხვის ონლაინ ჩატარების ინსტრუმენტი.
სტატუსი: მიმდინარე
გრანტების მართვის ვებპორტალი
შესრულებული სამუშაო: | ტექნოლოგია: |
|
|
dEVELOPMENT cOMPANY
კონტაქტი
საქართველო, თბილისი 0179, არაყიშვილის ქუჩა, პირველი ჩიხი №13.
ტელეფონი: 218 36 25, 599274454
ელ-ფოსტა: info@ideadesigngroup.ge