"სახელმწიფო შენი პარტნიორი" პროექტის ვებ პორტალის დიზაინი და დეველოპმენტი

01 July 2020 - 25 August 2020

კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფმა შექმნა "სახელმწიფო შენი პარტნიორი" პროექტის ლოგო და სრულად განახორციელა სახელმწიფო პროგრამების ერთიანი ვებ პორტალის დიზაინი და დეველოპმენტი.

ამ მნიშვნელოვანი სამთავრობო პროექტის მიზანია, მაქსიმალურად გაამარტივოს და გაზარდოს საქართველოს მოსახლეობის წვდომა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებაზე მათთვის, ვისაც ბიზნესის დაწყება, ან არსებულის გაფართოება სურს.

სასურველ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საქართველოს 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში განთავსებულ 24 იუსტიციის სახლსა და 81 საზოგადოებრივ ცენტრს, ხოლო რიგ პროგრამებზე დამოუკიდებლად შეავსოს განაცხადი შესაბამისი სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე.

 

https://programs.gov.ge/

 

შესრულებული სამუშაო:

  • ვებ პორტალის დიზაინის შექმნა/ფუნქციონალური დახვეწა
  • მონაცემთა სამართავი პანელის შექმნა
  • ვებ პორტალის ტესტირება და ატვირთვა
  • მომხმარებელთა ტრენინგი
  • ვებსაიტის ტექნიკური მხარდაჭერა

ტექნოლოგია:

  • HTML5/CSS
  • AJAX/jQuery
  • PHP/MySQL
  • Laravel
"სახელმწიფო შენი პარტნიორი" პროექტის ვებ პორტალის დიზაინი და დეველოპმენტი