საქმისწარმოების სისტემა იურიდიული დახმარების სამსახურისთვის

1 აგვისტო 2008 - 31 ივლისი 2021

დამკვეთი: იურიდიული დახმარების სამსახური

სტატუსი: მიმდინარე

იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც  უზრუნველყოფს უფასო  სამართლებრივ დახმარებას მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის.  სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და  დღეისათვის,  იურიდიული  დახმარების  ბიუროებისა  და საკონსულტაციო   ცენტრების   მეშვეობით,   საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს.

იდეა დიზაინ ჯგუფმა განახორციელა იურიდიული საქმისწარმოების სისტემის Case Bank-ის დეველოპმენტი და დანერგვა. სისტემაში წარმოდგენილია 15-მდე განსხვავებული ფუნქციონალის მოდული, რომელთა საშუალებით წარმატებით ხორციელდება შემოსული მიმართვების რეგისტრაცია და დამუშავება, ადვოკატებზე საქმეთა განაწილების ავტომატიზაცია და იურიდიული საქმისწარმოების სრული პროცესი ყველა ინსტანციაში. ამავე სისტემაში აღირიცხება სამსახურის მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარებების / იურიდიული კონსულტაციების შესაბამისი ინფორმაცია.

სისტემაში ასევე გათვალისწინებულია მნიშვნელოვან აქტივობებზე ავტომატური შეტყობინებებისა და შეხსენებების დაგზავნის ფუნქციონალი. 

სისტემას ჰყავს 6 განსხვავებული როლის მომხმარებელი, რომელთა სისტემაში დაშვება განსაზღვრულია მათი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე. 

2021 წლის ივლისის ჩათვლით დაგეგმილია სისტემის ფუნდამენტური ფუნქციური განახლება და ადვოკატების საქმიანობაზე მორგებული მობილური აპლიკაციის შექმნა. რაც მათ განაწილებულ საქმეებზე სწრაფი უკუკავშირისა და თავიანთი აქტივობების ეფექტური კონტროლის შესაძლებლობას მისცემს. 

 

შესრულებული სამუშაო:

  • დესკტოპ აპლიკაციის დეველოპენტი
  • ვებ აპლიკაციის დიზაინის შექმნა და დეველოპმენტი
  • მობაილ აპლიკაციის დეველოპმენტი
  • ვებ აპლიკაციის ტესტირება და ატვირთვა
  • მომხმარებელთა ტრენინგი
  • ტექნიკური მხარდაჭერა

 

ტექნოლოგია:

  • HTML5/CSS
  • AJAX/jQuery
  • ASP.NET
  • WinForms,
  • DB:MSSQL