იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა - CaseBank

11 December 2017 - 11 December 2017

სტატუსი: მიმდინარე

 

იურიდიული საქმისწარმოების საინფორმაციო სისტემა CaseBank-ის პირველი ვერსია შეიქმნა 2009 წელს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.

2010 წელს აღნიშნული სისტემა ითარგმნა ინგლისურ ენაზე, რომ აღმოსავლეთ ევროპის რამოდენიმე ქვეყანას საშჺალება ჰქონოდა გაცნობოდა პროგრამის ფუნქციონალობასა და შესაძლებლობებს.

CaseBank-ის მიმართ, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოხატული ინტერესის საფუძველზე, 2012 წელს, ფონდ "ღჲა საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, შემუშავებული იქნა CaseBank-ის მეორე ვერსია არასამთავრობო სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით.

2012-2013 წლებში CaseBank V2.0 დაინერგა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, თბილისელების ადვოკატსა და ადამიანის უფლებათა სახლში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის დახმარებით.

2012 წელს გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით განხორციელდა საქართველოს იურიდიული სამსახურის იურიდიული საქმისწარომოების სისტემის (CaseBank V1.0) განახლება და მოდიფიკაცია ახალი რეალობისა და საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით.

 

 

შესრულებული ამოცანები:
 
ტექნოლოგია:
 
  • ორგანიზაციების იურიდიული საქმისწარმოების ბიზნეს პროცესების დეტალური შესწავლა და ტექნიკური დავალების შედგენა
  • სისტემის მოდულების მოდიფიკაცია და ორგანიზაცის საჭიროებებზე მორგება
  • სისტემის დანერგვა და მომხმარებელთა ტრენინგი
  • მომხმარებელთა ტრეინინგი
  • ტექნიკური მხარდაჭერის სამუშაოები
  • •.NET Framework 4.0
  • UI: WinForms
  • DB: Sql Server 2008 R2

 

IDEA DESIGN GROUP
dEVELOPMENT cOMPANY

კონტაქტი

საქართველო, თბილისი 0179, არაყიშვილის ქუჩა, პირველი ჩიხი №13.

ტელეფონი: 218 36 25, 599274454

ელ-ფოსტა: info@ideadesigngroup.ge