თბილისის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი ტურისტული რუკის შექმნა.

 ვინაიდან ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობის სფეროა კარტოგრაფია და რუკები, ჩვენი სურვილი იყო წვლილი შეგვეტანა ამ სფეროს განვითარებაში და მეტი ტურისტისთვის დაგვენახვებინა ჩვენი თვალებით ულამაზესი თბილისი - ქალაქი.  ამ მიზნით შევქმენით იდეა დიზაინ ჯგუფის ბრენდული თბილისის ტურისტული რუკა თანამედროვე დიზაინისა და კარტოგრაფიის სტანდარტების დაცვით, რომელიც წარმოუდგენს ტურისტებს ერთის მხრივ, ჩვენი ქალაქის მიმზიდველობას და მეორეს მხრივ, გაუადვილებს თბილისში გზის გაკვლევას და ყველაზე საუკეთესო მხრიდან დანახვას.

  ამას გარდა ჩჳენს რუკაზე დატანილია საინტერესო ინფორმაცია დედაქალაქის მთავრ გამზირზე მდებარე მნიშვნელოვანი არქიტეტურული შენობების შესახებ. შევეცადეთ ასევე, რომ ჩვენი ვიზიტორებისთვის შეგვეთავაზებინა ძველი თბილისის მიმდებარედ ჩჳენი აზრით ყველაზე საინტერესო  რამოდენიმე საფეხმავლო მარშუტი.

  მეტი ვიზუალური ეფექტის მისაღებად რუკაზე დატანილია ქალაქის მნიშვნელოვანი შენობები სამგანზომილებიანი გრაფიკული ობიექტების სახით.

  ამ პროექტში ჩართული იყო მთელი ჩვენი შემოქმედებითი და ტექნიკური გუნდი. თბილისის რუკა გამოიცა სტამბურად რუსულ და ინგლისურ ენებზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის.

  რუკების შეკვეთა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდიდან  ონლაინ (http://www.ideadesigngroup.ge/eng/tbilisi-map)

  მათი შეძენა ასევე შესაძებელია რუსთაველის გამზირზე, შარდენის, ლესელიძის, პუშკინის და და ძველი თბილისის სხვა ქუჩებზე განლაგებულ სუვენირებისა და წიგნების მაღაზიიებში. 

IDEA DESIGN GROUP
dEVELOPMENT cOMPANY

კონტაქტი

საქართველო, თბილისი 0179, არაყიშვილის ქუჩა, პირველი ჩიხი №13.

ტელეფონი: 218 36 25, 599274454

ელ-ფოსტა: info@ideadesigngroup.ge