იდეა დიზაინ ჯგუფის ისტორია

იდეა დიზაინ ჯგუფი დაარსდა 2008 წლის მაისში და ჩვენი მიზანი იყო გავმხდარიყავით ერთ-ერთი წამყვანი კომპანია რეგიონში ვებ პროგრამირების, მონაცემთა ბაზებისა და გეოსაინფორმაციო სისტემების სფეროებში.   

ჩვენი უპირველესი ამოცანა, რომელსაც თავი წარმატებით გავართვით, იყო სპეციალისტების შეკრული და ძლიერი ჯგუფის ჩამოყალიბება (მონაცემთა ბაზების ექსპერტები, პროგრამისტები, გის ექსპერტები, კარტოგრაფები, ვებ დიზაინერები).  ხარისხიანი მომსახურებისა და მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერის მეშვეობით, ჩვენ ასევე დავამყარეთ პროდუქტიული და გრძელვადიანი ურთიერთობები ჩვენს დამკვეთებთან.

ჩვენი მომდევნო ნაბიჯებია:  გუნდის და მომსახურების შემდგომი განვითარება და საკუთარი სერიული პროგრამული უზრუნველყოფის და ვებ სერვისების შექმნა, რომელიც მოემსახურება ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს მთელ მსოფლიოში.

 

 

რას საქმიანობს ჩვენი კომპანია?

იდეა დიზაინ ჯგუფი არის კომპანია რომელიც მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას. ზოგი მიმართულება დაბრენდილია, აქვს თავისი სახელი და სლოგანი.

მათ შორის არის:

 

  • ვებ დიზაინი და დეველოპმენტი: ვებსაიტები, მორგებული პროგრამები, მობილური აპლიკაციები და სხვა;

 

  • გრაფიკული დიზაინი და ბრენდინგი: ლოგოს, ბრენდ ბუქის, ბროშურის დიზაინის, ბანერის დიზაინის და ა.შ. შექმნა;

 

  • გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები (გის) და რუკები;

 

  • Azom-Dazome - საველე აზომვები და მონაცემთა შეგროვება: შიდა აზომვა, დაკვალვა, ტოპოგრაფიული გეგმა, მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვა და სხვა;

 

  • ტრენინგები;

 

  • IT კონსულტაცია;

 

  • სუვენირები

 

 

ბრენდის ღირებულებები


ხარისხი - მაღალხარისხიანი პროდუქტის შექმნა წარმოადგენს წინგადადგმულ დიდ ნაბიჯს კომპანიის წარმატებისაკენ. 


ვადების დაცვა - ჩვენთვის პრიორიტეტულია, უფრო მეტიც პრინციპულია რომ სამუშაო შევასრულოთ პროექტის ფარგლებში განსაზღვრულ ვადებში, ეს იწვევს ნდობასა და კეთილგანწყობას ჩვენი დამკვეთების მხრიდან. 


გუნდური სულისკვეთება - ჩვენ ვაფასებთ გუნდური მუშაობის პრინციპებს, ვეხმარებით ერთმანეთს საჭიროების შემთხვევაში და ერთად ვიღებთ კომპანიისთვის სასიკეთო გადაყვეტილებებს.


კრეატიულობა - განსხვავებულად ფიქრი და განსაკუთრებული დიზაინის შექმნა - ეს არის ის, რაც გამოგვარჩევს.


მეგობრულობა - მეგობრული დამოკიდებულება დამკვეთების მიმართ იწვევს მათ კეთილგანწყობას.   


სასარგებლო პროდუქტის შექმნა - ვცდილობთ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც დამკვეთებს გაუადვილებს მარტივად და მოხერხებულად გადაჭრან მათი პრობლემები.


დინამიურობა -  ვართ ენთუზიაზმით სავსე ყველაფერი ახლის და საინტერესოს მიმართ, არასდროს ვჩერდებით ერთ ადგილას და ვცდილობთ მივიღოთ ახალი გამოცდილება.  

 

 

ჩვენი პრინციპები

 

1.    ხარისხიანი პროდუქტების შექმნა და ხარისხიანი მომსახურებების მიწოდება.

2.    მოცემული სამუშაოს დროულად შესრულება.

3.    კანონით განსაზღვრულ საზღვრებში ყოფნა.

4.    სხვების მიმართ პატივისცემა.

5.    კეთილსინდისიერება.

ჩვენი გუნდი

  • გვანცა გუგუნავა
    IT პროექტების მენეჯერი
  • ანა შარვაძე
    სენიორ გრაფიკული და UI/UX დიზაინერი
  • თემო სურგულაძე
    უფროსი ვებ დეველოპერი
  • მარიამ ზანგალაძე
    დამფუძნებელი
  • ალექს ქავთარაძე
    გის სპეციალისტი
  • ნიკოლოზ ქავთარაძე
    ვებ დეველოპერი
  • ლევან ლობჯანიძე
    ვებ დეველოპერი
  • ოლეგ გუგუნავა
    ვებ დეველოპერი
  • გიორგი ქოთოლაშვილი
    გის სპეციალისტი
  • ირაკლი ფაცაცია
    გის სპეციალისტი
  • ზაქარია ხიტალიშვილი
    ვებ დეველოპერი
  • გიორგი ზურაბაშვილი
    გის სპეციალისტი
  • ირაკლი ბანძელაძე
    ვებ დეველოპერი
  • ვალერი სარქისიანი
    სენიორ ვებ დეველოპერი
  • ანა თოფურიძე
    მოუშენ დიზაინერი
  • თეიმურაზ კასაბური
    ვებ დეველოპერი
  • სალომე ზანგალაძე
    გრაფიკული დიზაინერი
  • თამარ ჭელიძე
    პროექტების მენეჯერი